საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ცაგერის ბაზრობა - ლადოს ლექსიდან „ოცნებამდე“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:52 - 03 დეკემბერი 2019 hits 7113

„გასძახებს ბაზარს ლეჩხუმელი თავგამეტებით
და უცაბედად გაცოცხლდება მთელი ბაზარი:
- იქით გაიწი, მუშტარს თვალში ნუ ეფეთები!
აქეთ სულგუნი, აქეთ გოგრა უზარმაზარი!“

ლადო ასათიანის ლექსიდან „ცაგერის ბაზრობა“, 1940

ლადოსეული ცაგერის ბაზრობიდან დღეს აღარც სახელგანთქმულ მურის ხიდამდე გამწკრივებული სხვანები და ლეჩხუმელები შემორჩნენ, აღარც წითელფარჩიანი ასულები და არც სულგუნსა და გოგრას ასევია იმდენი მუშტარი.

ცაგერის ერთ დროს ხალხმრავალი და ხმაურიანი ბაზარი ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებითაა. იქამდე რომ მიხვიდე, ჯერ ცენტრში აღმართულ შემინულ პოლიციის შენობას უნდა ჩაუარო, შემდეგ დაუმთავრებელ ტურისტულ ცენტრს და იუსტიციის სახლს, იქვე, ცაგერის სტადიონთან კიდევ ერთი დაუმთავრებელი მშენებლობა შეგხვდება - სპორტული კომპლექსი, რომლის დასრულებასაც ახალგაზრდები უკვე რამდენიმე წელია მოუთმენლად ელიან. ცაგერში ახალგაზრდები ცოტანიღა შემორჩნენ.

„რა არის, აბა, გადახედეთ, თუ რამეა ბაზარში. ხალხი შიგნით არ შემოდის შვილო. ეს ბაზარი მთლიანად სავსე იყო გამყიდველებითაც და მყიდველებითაც“, - იხსენებს ცირა სილაგაძე, გამყიდველი, რომელიც 22 წელია ცაგერის ბაზარში მუშაობს.

გვიყვება იმასაც, რომ რაიონში ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება კიდეც, თუმცა ბაზარში სადაც მხოლოდ რამდენიმე დახლია შემორჩენილი, ადვილად მიხვდებით, რომ დიდი ხანია არაფერი გაკეთებულა.

საუბარში რუსუდან შკუბულიანი ერთვება. ფიქრობს, რომ რაიონში ბევრია უკმაყოფილო, თუმცა ლაპარაკს ვერავინ ბედავს.

„როგორც მთავრობაში ლაპარაკობენ, ისეა ჩვენთანაც, თუ ვინმე გამოჩნდა ხმის ამომღები იმ წუთში ნაციონალია ესო... შეგვწირეს ამ ნაციონალებს!“, - ამბობს რუსუდანი.

პოლიტიკა ბაზრის მუდმივი სასაუბრო და საკამათო თემაა. ახლაც, ფიქრობენ, არჩევნები მოდის და იქნებ არჩევნებზე მაინც მიაქციონ ყურადღება; იქნებ როდისმე კიდევ ახმაურდეს ცაგერის ბაზარი ისე, როგორც ერთ დროს ლადოს ლექსში ყაყანებდა და ბორგავდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში