საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხიდი მდინარეზე კი არა, მდინარეში - 600 ათასი ლარი საფეხმავლო ხიდისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:18 - 12 იანვარი 2024 hits 3050

მთიულეთში, ნაღვარევის მოპირდაპირე მხარეს, გვიდაქეს ხევში ახალაშენებული ხიდი დგას, ოღონდ ხიდი მდინარეზე კი არ არის გადებული, მდინარეში იწყება და მდინარეშივე მთავრდება. საფეხმავლო ხიდის მშენებლობა 2 წელია რაც დასრულდა.

„ხიდს სავარაუდოდ მდინარის ორივე მხარეს მდებარე სოფლები გვიდაქე და ყველანი ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა, მაგრამ არც ასასვლელი აქვს, არც ჩასასვლელი და შუა მდინარეშია გაჩერებული.

ვერ გავიგეთ რა დაგეგმეს და რა გამოუვიდათ“, - გვეუბნება ზურა ბურდული, მთიულეთის მკვიდრი და სათემო აქტივისტი.

გვიდაქეში ოთხი, ყველანში კი მუდმივად მხოლოდ ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს. ლადო ყველაიძემ არ იცის, ხიდი შუა მდინარეში რატომ ააშენეს: „წყალი რომ მოვარდება, ხიდი ორივე მხრიდან წყალში რჩება. მდინარე როცა ადიდებულია, ხიდი მაშინ არის საჭირო, თორემ ისე ვის რაში სჭირდება. ამათ ხიდს სიმაღლე მისცეს, სიგრძე კი არა.  ჩვენ ვინ რას გვეკითხება“.

დუშეთის მერიამ წერილობით გვიპასუხა, რომ ყველაანში მისასვლელი საფეხმავლო ხიდის მოწყობის მიზნით, 2020 წელს, 6254 ლარი პროექტის შესადგენად დაიხარჯა, 2021 წელს კი, მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 141 149 ლარი გამოიყო. პროექტი 2022 წლის მაისში დასრულდა და ჩაბარებულია საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. 

მერიამ არ უპასუხა „მთის ამბების“ კითხვას, რატომ დასრულდა ხიდის მშენებლობა შუა მდინარეში და მოთხოვნის მიუხედავად, არც საექსპერტო დასკვნა მოგვაწოდა.

დუშეთის მერიის ინფორმაციით, ხიდის დაგრძელების სამუშაოებზე ახალი პროექტი უკვე შედგენილია და მერია მას 452 766 ლარით დააფინანსებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში