საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

#ვიცავთრაჭას - შეხვედრების განრიგი რაჭის სოფლებში - მოაწერე ხელი მოთხოვნას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:58 - 05 ივლისი 2022 hits 5433

6, 7, 8 და 9 ივლისს, #ვიცავთრაჭას ადვოკატირების კამპანიის წარმომადგენლები კარდაკარ შეხვედრებს გამართავენ რაჭის სოფლებში. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და დოკუმენტების გასაჯაროება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც, რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეები, 104 712 ჰექტარი, რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ბიზნესმენს, სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს, დავით ხიდაშელს გადაეცა.

გარემოს დაცვის სამინისტრო დოკუმენტებს მალავდა და ოთხთვიანი დავის შემდეგ მოვიპოვეთ!

ნახევარი საუკუნით გადაცემული ტყეები მოიცავს რაჭის 79 სოფლის გარშემო მდებარე ტერიტორიებს.

საქართველოს ხელისუფლება რაჭის მოსახლეობას მრავალი წელია ჰპირდება ეროვნული პარკის შექმნას, თუმცა პირობა არცერთხელ შეასრულა. რაჭაშია შემორჩენილი დედამიწაზე არსებული ბოლო ხელუხლებელი ტყეები ზომიერ სარტყელში. საქართველოს ეს ნაწილი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სრულიად დაუცველია.

ვითხოვთ რაჭის ეროვნული პარკის შექმნას და მასში იმ 104 712 ჰექტარი ტყის მოქცევას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ დავით ხიდაშელს გადასცეს (აუქციონის შედეგები უნდა გაუქმდეს). ეროვნულ პარკში უნდა შევიდეს მდინარე რიონი, მისი შენაკადები და შქმერის ტერიტორია, რომელსაც ჭიათურის მსგავსად აოხრება ემუქრება.

შეხვედრების დროს, ადგილობრივ მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ხელი მოაწერონ სპეციალურ მიმართვას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე.

„რაჭას დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება - ბუნებაც დაცული იქნება, მიწაც არ გასხვისდება (ტყე, საძოვარი), ხალხიც დაკმაყოფილდება შეშით თუ სხვა ბიოლოგიური რესურსებით. ამასთან, ადგილობრივები პარკში დასაქმდებიან და ეროვნული პარკი (როგორც „ბრენდი“) ათასობით ტურისტს მოიზიდავს“. გადაშენებული სახეობების აღდგენის საუკეთესო საშუალება ეროვნული პარკია და არა სამონადირეო მეურნეობა!

შეხვედრები გაიმართება შემდეგ სოფლებში:

  • შქმერი - 6 ივლისი - 12:00 საათი (საბჭოს შენობასთან);
  • გლოლა - 6 ივლისი - 16:00 საათი (ბიბლიოთეკასთან);
  • კრიხი - 7 ივლისი - 11:00 საათი (სანახშო);
  • სხვავა - 7 ივლისი - 14:00 საათი (სანახშო);
  • ველევი-ბეთლევი - 7 ივლისი - 18:00 საათი (სკოლასთან);
  • ურავი - 8 ივლისი - 11:00 საათი (სოფლის ცენტრი)
  • ლიხეთი - 8 ივლისი - 14:00 საათი (სოფლის ცენტრი)
  • წედისი - 9 ივლისი - 12:00 საათი (ცენტრი);
  • ირი - 9 ივლისი - 16 საათი (სოფლის ცენტრი);

ადვოკატირების ერთობლივ კამპანიას „მთის ამბები“, რაჭის სათემო ორგანიზაცია და „მწვანე ალტერნატივა“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ვახორციელებთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში