- პროექტის კოორდინატორი - 2500 ლარი;
- ბუღალტერი - 1500-დან 2000 ლარამდე;
- ვიდეოოპერატორი - 2500-დან 3000 ლარამდე;
- ვიდეოოპერატორის ასისტენტი/მძღოლი - 1500-დან 1800 ლარამდე;
ანაზღაურება მოცემულია გადასახადების ჩათვლით. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
პროექტის კოორდინატორი
ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული ან/და ახალი აქტივობების დაგეგმვა და შესრულება (რეგიონებში მოსახლეობათან სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; სათემო ორგანიზაციებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათი განვითარების მხარდაჭერა; „მთის ამბების“ (Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.
მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული); ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის კარგი უნარები; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის კარგი გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
ბუღალტერი
მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საბუღალტრო პროგრამა Oris-ის, კომპიუტერული საოფისე პროგრამების, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ფინანსების სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია); საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ორგანიზებულობა, დაგეგმვის, დროის ეფექტიანად მართვის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის კარგი უნარები.
მოვალეობები: შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა; ხელფასების დაანგარიშება, აღრიცხვა; ინვოისებისა და ანგარიშ-ფაქტურების მომზადება; საბანკო გადარიცხვების წარმოება; ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სააღრიცხვო პოლიტიკისა და წესების მიხედვით, ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება და გატარება; საგადასახადო პორტალზე მუშაობა, დღგ-ის, საშემოსავლო, ასევე, ყოველწლიური მოგებისა და ქონების დეკლარაციების დოკუმენტების მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით საგადასახადო ორგანოებისთვის წარდგენა, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება; ბუღალტრული/ფინანსური დოკუმენტების მიღება და შენახვა; დებიტორებისა და კრედიტორების აღრიცხვა და კონტროლი; კომპანიის საკუთრების ინვენტარიზაცია; ფინანსურ ნაწილზე დონორ ორგანიზაციებთან ანგარიშგება ქართულ და ინგლისურ ენებზე; სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვარტალური და წლიური ფორმების შევსება; ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.
ვიდეოოპერატორი
მოთხოვნები: ოპერატორად მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; დრონის მართვის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
ძირითადი მოვალეობები: „საქართველოს ამბებისთვის“ და „მთის ამბებისთვის“ აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების გადაღების დაგეგმვა, გადაღება. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში; ნაკლებად გამოცდილი თანამშრომლების (უმცროსი ან/და სტაჟიორი ოპერატორების) ინსტრუქტაჟი.
ვიდეოოპერატორის ასისტენტი / მძღოლი
მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი (აუცილებელია); სულ მცირე სამწლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (აუცილებელია); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით მთაში (აუცილებელია); კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა პირების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ავტომობილის მოვლა; საწვავის ხარჯის აღრიცხვა და ტრანსპორტირების უწყისის შევსება; საქართველოს ამბების / მთის ამბების გადამღები ჯგუფების დახმარება საველე და საოფისე სამუშაოებში;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 თებერვალი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
ვიდეოოპერატორის პოზიციაზე კანდიდატებმა განაცხადს უნდა დაურთონ 2 ნამუშევრის ბმული, რომელიც მათ მიერ არის მომზადებული (სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა). პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნოთ მოკლე სამოტივაციო წერილი.
„საქართველოს ამბები“ (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. „საქართველოს ამბებისთვის“ პრიორიტეტულია რეგიონების, მათ შორის, ოკუპირებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მხარეების გაშუქება. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. რაც შეეხება „მთის ამბებს“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსია საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით, ცვლილებები გამოიწვიოს.