საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:48 - 14 მარტი 2019 hits 17641

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბორანო ტრადიციული აჭარული კერძია, ესაა იაღში ჩალბობილი ყველი.

აჭარაში ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტია შემორჩენილი.

ბორანო მაღალი კალორიულობით ხასიათდება და ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისეთი შრომა საქმიანობის დროს, როგორიცაა: ჭალობა (ჭალის ცელვა), ყანობა (ყანის აღება), თივისა და შეშის მომარაგება, ნადირობა და ა.შ.

ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები. სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს.

თანამედროვეობაში ბორანო, ძირითადად, აჭარის მოსახლეობისათვის, აჭარული სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, აჭარელი კაცი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ინარჩუნებს და ინახავს ბორანოს, როგორც ტრადიციულ და სტუმრისთვის საპატივსაცემო კერძს.

აჭარაში ცნობილია ბორაბოს შემდეგი სახელწოდებები: ბორა, ბორაჲ, ბორაო, ბორანი, ბორანო, მოხრაკული. მათგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბორანი, ბორანო. თედო სახოკიასთან მას ბორა ეწოდება. ეს ტერმინი ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დღესაც შემონახულია.

ბორანო, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაშიც, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში. ბორანო საქართველოს სხვა ქალაქების, მაგალითად, თბილისის ტრადიციული კერძების მენიუშიც იმკვიდრებს თავს.

ამ თემაზე:

დედაბერო, ჯერი რა გვაქ? - როგორია მთიანი აჭარის სამზარეულო

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში