საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უღვირი-უშგულის გზის მშენებლობა დაიწყო

17:52 - 21 მარტი 2017 hits 12920

სვანეთში უღვირი-უშგულის 10-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო. გზას ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „მამისონი“ აგებს.

„საველე სამუშაოები უკვე დაწყებულია. რამდენიმე ერთეული ტექნიკაც შემოიყვანეს. აქ რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობებია. ვიწრო ხეობაა, სადაც მიწის დიდი ფენა უნდა მოიხსნას. მუშაობისთვის კომპანიას მხოლოდ 6 თვე აქვს. ზამთარში სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელია. ამიტომ, გზის მშენებლობა 2018 წელს გაგრძელდება და იმავე წელს დასრულდება,“ - აღნიშნა „მთის ამბებთან“ საუბარში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

პირველ ეტაპზე გზა უღვირიდან კალამდე დაიგება. კალა-უშგულის 18-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოებზე კი ტენდერი აპრილში გამოცხადდება.  

უღვირი - უღელტეხილია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში, უღვირ-ზაგარის ქედზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 1922 მეტრია.

უღვირი-უშგულის გზა ლენტეხი-მესტიის გზის ნაწილია. ლენტეხი-მესტიის 35-კილომეტრიანი საავტომობილო გზის და 6-კილომეტრიანი გვირაბის პროექტზე, რომელზეც სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ მუშაობს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ 688 ათას 848 ლარია გამოყოფილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში