- ვიდეოოპერატორი / დრონის ოპერატორი - ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
- სოციალური მედიის მენეჯერი - ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
- მძღოლი/ასისტენტი - საწყისი ანაზღაურება 2500 ლარი;
ხელფასი მითითებულია გადასახადების ჩათვლით.
***
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
ვიდეოოპერატორი / დრონის ოპერატორი
ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბები / მთის ამბებისთვის საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების, აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების გადაღების დაგეგმვა, პროფესიონალური გადაღება. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში; ნაკლებად გამოცდილი თანამშრომლების (უმცროსი ან/და სტაჟიორი ოპერატორების) ინსტრუქტაჟი.
მოთხოვნები: ოპერატორად მედიაში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; დრონის მართვის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
სოციალური მედიის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები: სოციალური ქსელებისთვის (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) კონტენტის შექმნა, ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა; სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.
მოთხოვნები: ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა; გამართული მეტყველებისა და წერის უნარები; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.
მძღოლი-ასისტენტი
ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა პირების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა; საწვავის ხარჯის აღრიცხვა და ტრანსპორტირების უწყისის შევსება; საქართველოს ამბების / მთის ამბების გადამღები ჯგუფის დახმარება საველე და საოფისე სამუშაოებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარები (აუცილებელია); სულ მცირე 3 წლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (სავალდებულოა); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (აუცილებელია); კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
***
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV (ვიდეოოპერატორის და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციებზე დამატებით თქვენს მიერ ბოლო ერთ წელში შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული / სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა) მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. შეგიძლიათ პირდაპირ შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 სექტემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბებს“ ეკუთვნის „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.