საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბაჰრეინი ქართული ცხვრით დაინტერესდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:56 - 20 მარტი 2017 hits 9789

ქართულ ცხვარზე და ცხვრის ხორცზე მოთხოვნა ისევ იზრდება. ყოველთვიურად 60 ტონა ცხვრის ხორცის შეძენით ამჯერად ბაჰრეინელი იმპორტიორი დაინტერესდა. ირანელი ბიზნესმენები კი მზად არიან, 1 კილოგრამ ცხვრის ხორცში ადგილზე 15 ლარი გადაიხადონ.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ჩვენთვის საერთაშორისო გამოფენა „გალფუდი 2017“. გავიცანით ახალი იმპორტიორები დუბაიდან, ქუვეითიდან და ყატარიდან. მოგვთხოვეს ნიმუშები და ყველა მათგანს გავუგზავნეთ ცხვრის ხორცი. ითხოვენ ცოცხალ ცხვარსაც, მაგრამ უფრო მეტი მოთხოვნაა ცხვრის ხორცზე. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ბაჰრეინიდან. ერთ-ერთი იმპორტიორი, ყოველკვირეულად 15 ტონა ცხვრის ხორცის მიწოდებას ითხოვს. ჩვენ ამჟამად არ გვაქვს ამდენი ხორცის ექსპორტზე გატანის საშუალება. ახლა საქართველოში მხოლოდ პატარა ბატკნებია დარჩენილი, რომელთა ცოცხალი წონა 15 კილოგრამია. ექსპორტის გაზრდას ივლისიდან შევძლებთ, როცა ეს ცხვარი უკვე დასაკლავ კონდიციას მიაღწევს,“ - აღნიშნავს „მთის ამბებთან“ საუბარში მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბექა გონაშვილი.

გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, მსოფლიო ბაზარზე ცხვარზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და საქართველოში ცხვარი და ცხვრის ხორცი გაძვირდა.

თუ 2016 წლის შემოდგომაზე 1 კგ ცხვრის ხორცი 7,5-8 ლარი ღირდა, ბექა გონაშვილის თქმით, ახლა ირანელი ბიზნესმენები მზად არიან 1 კგ ცხვრის ხორცში 15 ლარი გადაიხადონ.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 1 მილიონი 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ცხვრის ხორცი გავიდა.

საერთაშორისო გამოფენაზე - „გალფუდი 2017“, რომელიც დუბაიში მარტის დასაწყისში გაიმართა, ქართული ცხვარი მეცხვარეთა ასოციაციამ წარადგინა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში