საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ცხვარი და ცხვრის ხორცი გაძვირდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:12 - 02 თებერვალი 2017 hits 18976

მსოფლიო ბაზარზე ცხვარზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და საქართველოში ცხვარი და ცხვრის ხორცი გაძვირდა.

„ცხვრის ბაზარზე საქართველოში არასტაბილური სიტუაციაა. თუმცა, ამჯერად ვითარება ფერმერებისთვის სასიკეთოდ შეიცვალა და ცხვრის ფასი გაიზარდა. 30-35-კილოგრამიანი თოხლი ამჟამად 190-200 ლარი ღირს, მაშინ როცა შემოდგომაზე ფერმერები იგივე წონის ცხვარს 85-100 ლარად ჰყიდდნენ და ამბობდნენ, რომ დარგი არაპერსპექტიული იყო და საქმიანობის შეცვლას აპირებდნენ. ბაზარზე ტენდენციის შეცვლა ნიშნავს, რომ რყევები დროებითი იყო: ცხვარზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში. აზერბაიჯანი 10 დღეში მოიხმარს 250 000-მდე ცხვრის ხორცს. ეს დაახლოებით ის რაოდენობა, რა ოდენობის ცხვრის ექსპორტის შესაძლებლობაც საქართველოს აქვს. ირანს 55 მლნ ცხვარი ჰყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, 150 000-მდე ცხვარს სომხეთისგან ყიდულობენ. ასეა აზიის სხვა ქვეყნებშიც,“- აღნიშნა „მთის ამბებთან“ საუბარში „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენელმა, მიხეილ ჭიჭაყუამ.

ჭიჭაყუა მიიჩნევს, რომ მეცხვარეობას განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს და დარგის განვითარების სწორი პოლიტიკისა და კოორდინირებული მართვის პირობებში საქართველოდან ცხვრის ექსპორტი არ გაჭირდება.

ცოცხალი ცხვრის ფასთან ერთად გაიზარდა ცხვრის ხორცის ფასიც. თუ 2016 წლის შემოდგომაზე 1 კგ ცხვრის ხორცი 7,5-8 ლარი ღირდა, ახლა 1 კგ ცხვრის ხორცის ფასი 11,5-12 ლარია.



Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში