სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და თიანეთში დიალიზის ცენტრები გაიხსნება
16:39 - 02 აპრილი 2022ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, მესტიაში, ამბროლაურში, ყაზბეგსა და თიანეთში დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება. ადგილობრივ მცხოვრებლებს, ვისაც აღნიშნული მომსახურება სჭირდებათ, სიცოცხლის გასაგრძელებლად მშობლიური კუთხეებიდან აყრა და საცხოვრებლად სხვა ქალაქებში იძულებით გადასვლა აღარ მოუწევთ.