საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რაჭაში ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი მძიმედ დაშავდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:37 - 27 აგვისტო 2022 hits 2882

რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ძმები, ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ემსხვერპლნენ, მათი ბიძაშვილი კი მძიმედ არის დაშავებული. ნიკა გაგნიძე ანსამბლ „ძირიანის“ მომღერალი იყო.

წუხელ, ღამით ახალგაზრდები ირიდან ონში მიდიოდნენ, რა დროსაც ავტომობილით ხევში გადავარდნენ. მომხდარის შესახებ 112-ს ნიკა და თორნიკე გაგნიძეების ბიძაშვილმა, დღეს, დილით შეატყობინა, მას შემდეგ, რაც გონზე მოვიდა. მისი გადმოცემით, ავარია 4-5 საათის წინ იყო მომხდარი. შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლისას, ნიკა და თორნიკე გაგნიძეები გარდაცვლილები იყვნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისროს სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 2572 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221 და დაშავდა 3544 ადამიანი. 2021 წელს რეგისტრირებულია 5863 სატრანსპორტო შემთხვევა, დაიღუპა 449 და დაშავდა 7705 ადამიანი. ყველაზე ხშირად ავარიების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია: სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში