პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, რატომ მოხვდა შოვზე საგამოძიებო მასალა ფინალისტებში
19:01 - 20 თებერვალი 2024პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებას ითხოვს, როგორ მოხვდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის სტატია, ევროკავშირის პრიზის ფინალში, საუკეთესო საგამოძიებო ნამუშევრების კატეგორიაში.