„მთის ამბების“ მაყურებელს მცირე წვლილი ამ ეროვნულ საქმეშიც აქვს - მარტოკაცებს ჭერის გადასახურად მასალები თქვენი მხარდაჭერით შევუძინეთ.
არდოტიდან, იქ, სადაც სამანქანო გზა წყდებოდა, ფიცარი ზურგით და ცხენებით აიტანეს არჭილოში. მხოლოდ ერთ ასვლაზე, მდინარის წყალს 18-ჯერ უნდა გარეოდნენ. საფეხმავლო ხიდები ისეა დაზიანებული, ადამიანი უსაფრთხოდ ფეხითაც ვერ გაივლის, არათუ ცხენით.
პირველად სამანქანო გზა რამდენიმე თვეა რაც აქვთ. ბევრი იწვალეს. მიღმახევის სოფლებისთვის სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილ თანხას წლების განმავლობაში აგროვებდნენ, რომ მუნიციპალიტეტს ერთი ტრაქტორი გაეგზავნა და მდინარის ნაპირზე გზა გაეჭრა. გასული წლის სექტემბერში, „მთის ამბების“ დახმარებით სასამართლოსაც მიმართეს, რომ მუნიციპალიტეტისთვის უსაფრთხო გზის მოწყობა დაევალებინა. სარჩელის წარმოებაში მიღებიდან ერთ თვეში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზა სახელდახელოდ გაჭრა.
პირიქითა ხევსურეთში პრობლემებს რა დალევს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ არც შუქი აქვთ და არც კავშირი. საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით დაჰპირდნენ, რომ მზის პანელებს გადასცემდნენ, მაგრამ საქართველოში „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ეს პროექტიც შეჩერდა.
არჭილო რომ გავანათოთ, ვიწყებთ კამპანიას. ვეცდებით, იმდენი თანხა შეგროვდეს, ორივე ოჯახს მზის პანელები ვუყიდოთ.
შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:
- ანგარიშის ნომერი - GE51LB0115195065049003
- მიმღები - სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი
- დანიშნულება- #გავანათოთარჭილო