საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ რაჭაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:24 - 21 ნოემბერი 2016 hits 9748

საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ მდებარეობს რაჭაში, ონში, ქალაქის ცენტრში, ტყის პირას, წყნარ და მყუდრო ადგილას.

სასტუმრო გაფორმებულია ქართული ტრადიციული ავეჯით და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით, რაც სტუმრებისთვის მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის.

საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ ქართულ ტრადიციულ, ასევე რაჭულ კერძებს რაჭულ ღვინოსთან და არაყთან ერთად.

სასტუმროში არის WIFI, შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, დაათვალიეროთ გალერეა, ქვების კოლექცია, დატკბეთ შოდა-კედელას ქედის ლამაზი ხედებით. ერთი ადამიანის განთავსების ღირებულება საჯერადი კვებით 60–75 ლარი;

სასტუმროს აქვს დიდი ბაღი.

თუ გსურთ, მასპინძლები დაგათვალიერებიებენ რაჭის ულამაზეს ბუნებას: ჩანჩქერები, გამოქვაბულები, ტბები, მყინვარები, ისტორიული ადგილები, პირველყოფილი ადამიანის სადგომ გამოქვაბულები და სხვა მრავალ ადგილს.

მისამართი: ონი, ქაფიანიძის ქუჩა 18.

ტელ: 599 23 17 22; 593 66 08 84;

ელ.ფოსტა: [email protected]

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში