საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

XIX საუკუნის სვანეთი ვიტორიო სელას ფოტოობიექტივში

10:28 - 12 აგვისტო 2017 hits 17612

კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული, იდუმალი და მისტიკური სვანეთი არაერთი ფოტოგრაფის შთაგონების წყაროდ ქცეულა. თუმცა, რთული წარმოსადგენია ვინმემ შეძლოს და „კონკურენცია“ გაუწიოს ვიტორიო სელას (1859 – 1943), ადამიანს, რომელმაც XIX საუკუნის 90-იანი წლების სვანეთისა და რაჭის ცხოვრების უნაკალური კადრები შემოგვინახა.

წარმოშობით იტალიელი ვიტორიო სელა ფოტოგრაფიით - მამამ, ალპინიზმით კი ბიძამ დააინტერესა. სვანეთამდე, სელამ არაერთ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მშობლიურ ალპებში, აფრიკასა და აზიაში, ასევე - ალიასკაში.

კავკასიის ექსპედიციების დროს (1889, 1890, 1896 წწ.) სელას მიერ გადაღებული ფოტომასალის დიდი ნაწილი სვანეთთან არის დაკავშირებული. ნამუშევრებზე აღბეჭდილია სვანური სოფლები, პეიზაჟები, ეთნოგრაფია, ოჯახები, ყოფა და პორტრეტები.

ვიტორიო სელას მიერ სვანეთსა და რაჭაში გადაღებული ფოტოების ნაწილის მოძიება და საქართველოში ჩამოტანა, 1980-იან წლებში, ქართველმა მწერალმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა შეძლო. ნამუშევრები დღეს საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.

იტალიელი ფოტოგრაფი და ალპინისტი - ვიტორიო სელა 1943 წელს, 12 აგვისტოს გარდაიცვალა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში