საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის კიდობანი“ - ლეოპარდი (ჯიქი), გადაშენების პირას მყოფი „ვარსკვლავი“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:38 - 09 ნოემბერი 2017 hits 29764

წინააზიური ლეოპარდი, იგივე ჯიქი, საქართველოშიცაა გავრცელებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეკრესის“ ფოტოხაფანგმა, 2003 წელს ლეოპარდი ვაშლოვანის ნაკრძალში დააფიქსირა. მასზე დაკვირვება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რამდენი წლის შემდეგ ცხოველი გაქრა.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ლეოპარდი აღარ ბინადრობს. კავკასიონზე, საზღვართან ახლოს, ასევე, აზერბაიჯანის მხრიდან, ხშირია ლეოპარდის დაფიქსირების შემთხვევები და იმედი გვაქვს, რომ ჯიქის პოპულაციის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ შემორჩენილია საქართველოში.

ლეოპარდი დიდი კატების ტიპური წარმომადგენელი, ე.წ. „ვარსკვლავი“ ცხოველია. მას საკმაოდ ფარული ცხოვრება ახასიათებს და ერთ-ერთი ყველაზე რთული სანახავია - სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატში შეუძლია ცხოვრება და ძალიან კარგად გამოსდის ცოცვა. მისი ერთ-ერთი ძირითადი სამალავი ხეებია. ლეოპარდი ფიზიკურად ძლიერი ცხოველია, რომელსაც თავის წონაზე რამდენჯერმე მძიმე მსხვერპლის ხეზე ატანაც შეუძლია.

კავკასიაში ჯიქის ჰაბიტატი განსხვავებულია. ის შეიძლება შეგვხვდეს, ნათელ ტყეებში, როგორიცაა ვაშლოვანის ნაკრძალი; ასევე, ლეოპარდის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია მოდის სხვადასხვა ადგილებიდან, მათ შორის თუშეთიდან და არხოტიდან.

დღესდღეობით, ლეოპარდის 8 ქვესახეობაა გამოყოფილი. მათ შორისაა Panthera pardus saxicolor, იგივე კავკასიური ლეოპარდი, რომელიც ცხოველის ამ სახეობებს შორის, დიდი ზომით გამოირჩევა.

ჯიქი სოლიტარული ცხოველია და მარტო ცხოვრობს. მისი ინდივიდუალური არეალი საკმაოდ ფართოა და შეიძლება 25 კვადრატულ კილომეტრსაც აღწევდეს. როგორც წესი, ხვადი ჯიქის ინდივიდუალური ტერიტორია რამდენიმე ძუს ტერიტორიას გადაფარავს, სადაც მათ პერიოდულად სტუმრობს კიდეც გამრავლების პერიოდში.

სიძლიერის მიუხედავად, ლეოპარდი გადაშენების პირას მყოფი ცხოველია, თუმცა არც ისეთი მაღალ კატეგორიას მიეკუთვნება, როგორც ვეფხვი, რადგანაც მისი გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია. თუმცა არსებობს ქვესახეობები, რომლებიც უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორისაა ჩვენი, კავკასიური ლეოპარდი.  

Mtisambebi.ge-სა და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი - „მთის კიდობანი“

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაგაცნობთ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. გადაცემის ვიდეოჩანაწერი mtisambebi.ge–ზე ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება, მისი მოსმენა კი პანკისის სათემო რადიოს ეთერით ყოველ შაბათს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში