საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გიორგი ხვისტანი სვანეთიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:11 - 12 მაისი 2019 hits 8898

„ინფორმაცია გვაქვს, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია მაისში აპირებს ამოსვლას და სამუშაოების განახლებას სოფელ იელში. საპროტესტო აქციები იქნება და გზაც გადაიკეტება. ისინი იქ ვერ ავლენ“, - ამბობს გიორგი ხვისტანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სვანეთის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი.

მისივე თქმით, კომპანიამ „ოპტიკალ სისტემს ინკ“ (Optical Systems Inc), რომელიც სვანეთში ოქროს მოპოვებისა და წარმოების ლიცენზიას ფლობს, იელში მუშაობის დროს ქიმიური ნაერთი ციანიდი გამოიყენა, რაც საშიშია.

„ისინი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებასაც არღვევენ. იელში, სადაც მუშაობა ჰქონდათ დაწყებული, არის ასეთი სოფელი აცი. ოთხი ისტორიული კოშკი დგას, მაჩუბები. მის წინ, დაახლოებით 50 მეტრში გადათხარეს.

ჩვენ სვანეთის განვითარება გვინდა ტურიზმის კუთხით და მათ (ხელისუფლების წარმომადგენლებს) უნდათ სხვანაირად, ჰესებით და ოქროს წარმოებით. ეს ტურიზმს არ განავითარებს, მხოლოდ 4-5 კაცისთვის არის სიმდიდრის გარანტია, დანარჩენი სვანეთისთვის არა“.

სვანეთის მოსახლეობა მთავრობას მიმართავს, კომპანია „ოპტიკალ სისტემს ინკ“-ს (Optical Systems Inc) სვანეთში ოქროს მოპოვებისა და წარმოების ლიცენზია ჩამოერთვას, მესტიის მუნიციპალიტეტში კი ოქროს საწარმოო წესით მოპოვება და გადამუშავება სამუდამოდ აიკრძალოს. ადგილობრივები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ 500-მდე სვანმა ტაძრებში ხატზე დაიფიცა, ოქროს საწარმოო წესით მოპოვებით არ დაუშვან სვანეთის განადგურება, ფიცის აღსრულება კი სავალდებულოა. ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველებიც.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში