საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შალვა ხარშილაძე რაჭიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:27 - 02 მარტი 2019 hits 9654

ზოოტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მისი კურსელები ძირითადად თბილისში დარჩნენ და ვეტერინარულ კლინიკებში დაიწყეს მუშაობა. შალვა რაჭაში წავიდა და 4 წელია, რაც ონის რაიონის სოფელ შარდომეთში, ქართულ-შვეიცარიული კომპანიის მეცხოველეობის კომპლექსის ვეტერინარია.

28 წლის შალვა ხარშილაძე ონის რაიონში ერთადერთი ახალგაზრდა ვეტექიმია. შალვა საჩხერის სოფელ კორბოულიდანაა. ამბობს, რომ ვეტერინარების დეფიციტია ზემო იმერეთშიც.

„ვეტერინარიაში ახალგაზრდა სპეციალისტების პრობლემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მხრივ არის. ჩემი კურსელების 90 % ვეტერინარად მუშაობს, თუმცა წვრილ ცხოველებზე არიან, ძირითადად ძაღლი და კატა, თბილისში ან სხვა დიდი ქალაქების ვეტერინარულ კლინიკებში“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში ვეტერინარის საშუალო ასაკი 60 წელია, ახალგაზრდებში კი ეს პროფესია პოპულარული არ არის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში