საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დავით წიკლაური გუდამაყრიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:24 - 01 მარტი 2019 hits 7383

ახალგაზრდებიდან, რომლებმაც გუდამაყარში დაბრუნება და მცირე ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს, ერთ-ერთი 29 წლის დავით წიკლაურია. დათო ეკოტურიზმის განვითარებით არის დაინტერესებული. ზანდუკში, სახლში, სადაც ახლა მხოლოდ ზაფხულობით არიან, საოჯახო სასტუმროს მოწყობას აპირებს.

გუდამაყრელებისთვის შავი არაგვი და მისი ხეობა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობაა. დათო ამბობს, რომ სწორედ მდინარე იზიდავს დამსვენებლებს გუდამაყრის სოფლებში, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში კი ხეობა ტურისტებისთვის მიმზიდველი აღარ იქნება, იქ მუდმივად მცხოვრებთა მდგომარეობასაც გააუარესებს და ეკოსისტემასაც შეცვლის.

ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად გუდამაყრელებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, პეტიცია შეიმუშავეს და 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. პეტიციით მთავრობას მიმართეს, რომ გუდამაყრის ხეობაში არ აშენდეს ისეთი ჰესები, რომლებიც კაშხლების მშენებლობას და მდინარის მილებში მოქცევას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის 01 მარტის ბრძანებით, შპს „სოლო ენერჯის“ უარი უთხრა გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესი“ და „არაგვი ჰესი 1“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის დამტკიცებაზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში