საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილის გზა გუროს ნაწვეთრებთან მდინარემ წაიღო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:56 - 05 ივნისი 2019 hits 11415

შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა. დათვიჯვრის უღელტეხილს ქვემოთ, გუროს ნაწვეთრებთან ადიდებულმა მდინარე გუროს ხევმა გზა დაახლოებით 80 მეტრზე მთლიანად წაიღო. გზა ექვ ადგილასაა დაზიანებული გუროს ნაწვეთრებიდან შატილამდეც.

საღამოს, ტრაქტორები მდინარეში გზის აღდგენას მიწაყრილებით ცდილობდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

წაღებული გზის ორივე მხარეს ათზე მეტი მანქანა იყო გაჩერებული. მგზავრები გზის გახსნას ელოდნენ. რამდენიმე მათგანი გაწყვეტილი გზის მეორე მხარეს შემოვლითი, სახიფათო ბილიკით გადავიდა.

„ათამდე მანქანა უკან მიბრუნდა. იმ ადგილას, სადაც სტიქიაა, არც სატელეფონო კავშირია. ხვალ თუ ვინმე აპირებს აქეთ წამოსვლას, თავი შეიკავოს, სანამ გზას არ აღადგენენ. გვითხრეს, რომ ახალი ტრაქტორი მოდის ბარისახოდან, მაგრამ ნელა მოძრაობს და დილამდე ვერ ჩამოვიდოდა. თავი ვერ მოება, პირიქითა ხევსურეთში ორი ერთეული მძიმე ტექნიკა რომ დააყენონ, ადგილზე სწრაფი რეაგირებისთვის. სულ ეს პრობლემაა. რა მთის განვითარებაზეა საუბარი“, - ამბობს გაგა შეთეკაური, რომელიც დღეს ბარიდან ხევსურეთის სოფელ ხონეში მიემგზავრებოდა.

ადგილობრივების თქმით, პირიქითა ხევსურეთში გუშინ კოკისპირული წვიმა იყო, რამაც მთაზე თოვლი დაადნო და მდინარე აადიდა.

წყალმა დაფარა შატილში, კოშკებთან, მდინარეზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდიც. შატილში მცხოვრები გიორგი ჭინჭარაულის თქმით, მდინარეში წყლის დონემ თუ არ დაიწია, საფეხმავლო ხიდი შესაძლოა მოგლიჯოს და წაიღოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში