საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთაში ეკოტურიზმის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:32 - 01 მაისი 2019 hits 7588

ხევში, მთიულეთში, გუდამაყარში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთსა (წოვათა) და პანკისის ხეობაში ეკოტურიზმის განვითარების და მასში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაზე იმსჯელებენ 7 მაისს, თბილისში, „მთის ამბების“ ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე.  

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი შეხვედრას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, ეკოტურიზმის ასოციაციასთან და მთის სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მართავს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აღნიშნულ რეგიონებში ნაკლებად ცნობილი ადგილების, დეპრესიული ხეობებისა და სოფლების ჩართვას ტურისტულ მარშრუტებში. მოხდება საკვანძო ან/და ღერძული ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება; ასევე, შერჩეული მარშრუტების მიმდებარედ ტურიზმის მომსახურების მომწოდებელთა გამოკვეთა და მათი საჭიროებების განსაზღვრა.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებსაც შეხვედრაში მონაწილეობა სურთ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ მისამართზე 4 მაისის ჩათვლით.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი EWMI-ის მხარდაჭერით ახორციელებს მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტს, რომლის მიზანია აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში