საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გოგოლაურთას თემის ხევისბერი ფილიპე ბაღიაური გარდაიცვალა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:56 - 14 მარტი 2019 hits 9176

უკანაფშავის, გოგოლაურთას თემის ხევისბერი ფილიპე ბაღიაური 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფილა პაპა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხევისბერი იყო ფშავ-ხევსურეთში. ყველაზე უკეთ იცოდა ტრადიციები და რიტუალების შესრულება.

ბოლო რამდენიმე წელი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ფილიპე ბაღიაური ზამთარს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში ატარებდა ოჯახის წევრებთან, გაზაფხულზე კი მუქოში ბრუნდებოდა, სადაც ის სახლში მარტო ცხოვრობდა. ახლაც, 2 დღის დაბრუნებული იყო ბულაჩაურიდან მუქოში.

„ამას წინათ ავად ვიყავი. ბულაჩაურში წამიყვანეს, სახლი გვაქვს და 12 დღე იქ დამტოვეს, ვიწექი. მაინც აქ მინდოდა ამოვსულიყავი. აქ რომ ამოვედი, ისე დავიძინე, გეგონება... თვითონაც არ ვიცი. აი, მაგნიტი რომ იზიდავს, ასე მიზიდავს აქ მთა“, - ამბობდა ფილიპე ბაღიაური „მთის ამბებისთვის“ 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში.

სინანულით აღნიშნავდა ყოველთვის, რომ გოგოლაურთა განაყარი გვარები - თურმანაულები, ბაღიაურები, მგელაშვილები, მგელიაშვილები, მაჩურაშვილები, საღირაშვილები, ბუთხაშვილები, იანვარაშვილები, ხახანაშვილები, კაცობაშვილები, ახლა მთელ საქართველოში არიან დასახლებულნი, გოგოლაურთაში კი ორი კომლიღა ცხოვრობსო: „ჩვენც რომ დავიხოცებით, ალბათ აღარავინ დარჩება“.

„მთის ამბები“ მწუხარებას გამოთქვამს ფილა პაპას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და უკანაფშავის მოსახლეობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში