საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ზურგჩანთიანი ჟურნალისტიკის სასწავლო ბანაკი სვანეთში - ვიწვევთ ახალგაზრდებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:54 - 28 იანვარი 2019 hits 10300

„დოიჩე ველე აკადემიის“ (DWA) მხარდაჭერით, Mtisambebi.ge აცხადებს კონკურსს ზურგჩანთიანი ჟურნალისტიკის სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსი გაიმართება 2019 წლის აპრილში, სვანეთში.

ვისთვის არის სასწავლო კურსი განკუთვნილი

სასწავლო კურსის მსმენელებად მიიღებიან ახალგაზრდები 18-დან 35 წლამდე. პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით მთაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც:

  • წერენ გამართულად და საინტერესოდ;
  • უყვართ ხეტიალი;
  • შეუძლიათ ფოტო/ვიდეო გადაღება;

სასწავლო კურსის ფორმატი

მონაწილეთა სწავლების, ტრანსპორტირების, საოჯახო სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს ორგანიზატორი დაფარავს.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 6 დღეა. შერჩეული ახალგაზრდები პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობას; ახალი ამბებისა და გრძელვადიანი თემების მოძიებას; საკითხების შერჩევას; ახალი ამბების მომზადებას; თხრობის ტექნიკას; ფოტო - ვიდეო გადაღებას; მონტაჟს. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მოწვეული სპეციალისტები.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ

კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ „დოიჩე ველე აკადემიის“ სერტიფიკატები. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა „მთის ამბებისთვის“ უნდა მოამზადონ მულტიმედია მასალები, რაშიც მიიღებენ ჰონორარს. „მთის ამბები“ განიხილავს წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას.

როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა ახსნათ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას. მონაწილეთა შერჩევისას მოტივაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება თბილისსა და ზუგდიდში, რის შემდეგაც შეირჩევა პროგრამის 15 ფინალისტი.

Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

პროექტს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომელიც ასევე აერთიანებს რეგიონული ახალი ამბების სააგენტო „რეგინფოს“ (Reginfo.ge), თბილისში მდებარე მულტიმედია სტუდიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრს (ick.ge) და პანკისის სათემო რადიოს (Radioway.ge).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში