საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

22-23 ოქტომბერს მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმი გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:13 - 20 ოქტომბერი 2018 hits 5377

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, 22-23 ოქტომბერს, ქალაქ თელავში, თუშეთის, პანკისის, ფშავის, ხევსურეთისა და მთიულეთის სათემო ორგანიზაციების პირველი ფორუმი გაიმართება.

ფორუმის მიზანი მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის შემუშავებაა.

"მთის ბევრი სოფელი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩნენ ადამიანები, ელექტროენერგიის, გზის, სატელეფონო კავშირის, ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის ნაწილს ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვის სერვისებზე. ბავშვები ვერ იღებენ სკოლამდელ განათლებას, რადგან არ არის საბავშვო ბაღები. საშუალო განათლების მიღებაც ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მოსწავლეებს ათობით კილომეტრის გავლა უწევთ სკოლაში სასწავლებლად. პანსიონები კი, რომლებიც მათთვის განათლების მიღების ერთადერთი შესაძლებლობაა, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. განადგურების პირას არის ხევსურეთისა და თუშეთის ისტორიული სოფლები ამღა, არდოტი, ხახაბო, წარო და სხვა. გვინდა, მეტი ყურადღება დაეთმოს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტას", - ამბობს გელა მთივლიშვილი, "სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" პროექტების მენეჯერი.

ფორუმში თუშეთის სათემო საბჭოს, თუშეთის განვითარების ფონდის, პანკისის უხუცესთა კავშირის, პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს, მთის სათემო ქსელისა და ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმი სასტუმრო "ძველ თელავში" 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიხსნება. დაგეგმილია სამიზნე რეგიონებში პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადასაჭრელად კონკრეტულ აქტივობებზე შეთანხმება.

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება დისკუსია არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, რის შემდეგაც სათემო ორგანიზაციები ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთის და სათემო საკითხებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს შეხვდებიან. ფორუმის დასასრულს სათემო ორგანიზაციები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში