საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დანაღმული სასაფლაო კობში - უსაფრთხოა თუ არა ლაშქრობა თრუსოს ხეობაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:45 - 17 აგვისტო 2018 hits 7859

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცავებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასაფლაოზე ნახეს დროშის ტარი, რომელზეც, სავარაუდოდ, დანაღმული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა იყო დამაგრებული.

„თრუსოს ხეობიდან ვბრუნდებოდით, როცა ლაშა ერთ-ერთ ტურისტს გამოელაპარაკა. ტურისტმა მას უთხრა, რომ სოფელ კობში, ძველ სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა ააფრიალეს და სავარაუდოდ, ადგილი დანაღმეს, რადგან ტერიტორია პოლიციის მიერ იყო შემოსაზღვრული. მათი თქმით, ადგილი გუდაური-სტეფანწმინდის ტრასიდან ახლოს იყო. ამის შემდეგ სასწრაფოდ ამ ადგილის მოსაძებნად გავემართეთ და ვიპოვეთ კიდეც. ადგილი ლენტით იყო შემოსაზღვრული, დროშა - ჩამოხსნილი, თუმცა, ტარი ადგილზე იყო დატოვებული. ჩვენი გამოჩენისთანავე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტები. მათ არ დაადასტურეს დანაღმული დროშის არსებობის ფაქტი, თუმცა, გვთხოვეს, ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერიტორია დაგვეტოვებინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ნაღმი სხვაგანაც იყოს ჩადებული. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თრუსოსა და დარიალის ხეობის მიმართულებით რუსული საფრთხეები რეალურია და ხეობაში ჩვენი დაბანაკება - აუცილებელი“, - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო მოყვანილი. შსს-ს ცნობით, აღმოჩენილი საბრძოლო მასალა დაილუქა და ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სოფელ კობში, სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმართული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ თალაკვაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორია, თრუსოს ხეობა შეამოწმეს და გადაადგილება უსაფრთხოა.

სოფელ კობიდან გადადის გზა თრუსოს ხეობაში. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება პრეტენზიას თრუსოს ხეობაზეც აცხადებს და ამბობს, რომ ხეობის სოფლებიდან ეთნიკური ოსები წლების წინ გააძევეს, ახლა კი იქ აღარ უშვებენ.

თრუსოს ხეობის სიგრძე 25 კილომეტრია. დასავლეთით ცხინვალის რეგიონს, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება. ხეობა ძირითადად ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. ოსებმა საცხოვრებელი სახლები 90–იან წლებში დატოვეს. თრუსოს ხეობის 12 სოფლიდან 11 დაცლილია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში