საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სასაზღვრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:42 - 09 თებერვალი 2018 hits 4724

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. იგი 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა.

2016-2017 წლებში იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2012-2016 წლებში მუშაობდა ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილედ. 2007-2012 წლებში იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2006 წლის აპრილიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იგი ამავე დეპარტემენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო.

2006 წლის იანვრიდან 2006 წლის მარტამდე თემურ კეკელიძე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2005-2006 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე იყო, ხოლო 2004-2005 წლებში თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

2003 წლის აპრილიდან 2003 წლის აგვისტომდე თემურ კეკელიძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, 2002 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის აპრილამდე ის ამავე დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსი, ხოლო 2001-2002 წლებში ნატოს განყოფილების სპეციალისტი იყო.

2004 წლიდან თემურ კეკელიძე მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯის, კრენფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) გლობალური უსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრია. მან 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სპეციალიზაციით - საქართველოს ისტორია, 1997 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო. 1992 წლის 8 აგვისტოს გამოიცა სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ; 1992 წელს შეიქმნა საქართველოს სასაზღვრო სამსახური, მას თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს სტატუსი მიენიჭა. 1994 წლის ივლისში, საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და 1996 წლის მარტში შეიქმნა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. 1998 წელს მიღებულ იქნა კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“; 1998 წელს ჩამოყალიბდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის სამსახური, ხოლო 1999 წელს - სასაზღვრო ავიაცია; 1999 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის ბოლო სასაზღვრო ნაწილმა დატოვა საქართველო; 2004 წლის 11 თებერვლიდან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება; 2006 წლის 28 ივნისიდან შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი გარდაიქმნა სამართალდამცავ უწყებად - საქართველოს სასაზღვრო პოლიციად; 2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“, სადაც განისაზღვრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები.

ამ თემაზე:

„მარტო საზღვარს კი არ ვიცავთ, მთა და ხევსურეთი დაცლას გადარჩა“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში