საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 860 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:09 - 27 ოქტომბერი 2017 hits 4671

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წელს ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში, ვიზიტორთა რიცხვი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33%-ით გაიზრდა და 860 ათას კაცს მიაღწია. მათგან თითქმის ნახევარი უცხოელი იყო, მსოფლიოს 97 ქვეყნიდან.

„ადგილობრივ მოსახლეობას, ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მიკროგრანტების პროგრამა ან „უმასპინძლე საქართველოში“, აქვს შესაძლებლობა, წამოიწყოს მცირე ბიზნესი და არჩინოს საკუთარი ოჯახი. მარტო მარტვილის კანიონისა და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის შემოსავლებმა 3 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და მოეწყო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი ვიზიტორი - 147,982 ადამიანი პრომეთეს მღვიმეს სტუმრობდა, 141,513 - მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს კი 132,392.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში