საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ღამით მოძრაობა იკრძალება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:34 - 13 აგვისტო 2017 hits 5890

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღე, 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რამდენიმე დღის წინ, თუშეთიდან მომავალ ავტომობილს, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა. "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე შუადღეს მოხდა.

ეს ის ადგილია, სადაც ზამთარში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, 8–10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. ამ პრობლემის გამო წელს თუშეთის გზა ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნა. ახალი გზა ხელოვნური ყრილებით ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში გაიყვანეს. ნახევრადმოწყვეტილ მთაზე დაგროვილი ნაშალი არა მხოლოდ წვიმების დროს, არამედ მზიან ამინდშიც იშლება და გზაზე იყრება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში