საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

აჩხოტის წყალზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

11:46 - 13 მარტი 2017 hits 4627

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის საწარმოო მოპოვების 25-წლიან ლიცენზიაზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა: აუქციონზე ლიცენზიის ყიდვის მსურველი არავინ გამოჩნდა.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აუქციონი, შესაძლოა ისევ გამოცხადდეს. „თუ ამ ობიექტით რომელიმე ინვესტორი დაინტერესდება, შესაძლოა, აუქციონი ისევ გამოცხადდეს. მტკნარი წყლის საწარმოო მოპოვების 25-წლიანი ლიცენზიის ფასი ამ შემთხვევეაში იგივე დარჩება. ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში ლიცენზიის ყველა პირობა შეთანხმებული იქნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან,“ - უთხრეს „მთის ამბებს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის საწარმოო მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია გარემოს ეროვნულმა საგენტომ აუქციონზე 2017 წლის პირველ მარტს გაიტანა (ჩამოსხმის მიზნით და სხვა სამეწარმეო დანიშნულებით, კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა - 1 000 მ3/წელიწადში (ჩამოსხმის მიზნით), 2 000 მ3/წელიწადში (სხვა სამეწარმეო დანიშნულებით). აუქციონის გამოცხადებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები შიშობდნენ, რომ ლიცენზიანტი მათ სოფლის ერთადერთი წყაროს წყლით სარგებლობის უფლებას შეუზღუდავდა.

აუქციონი 10 მარტს, 18:00 საათზე დაიხურა. 25-წლიანი ლიცენზიის საწყისი ფასი 10 ათას 65 ლარი იყო, ხოლო ბიჯის ფასი - 1006 ლარი და 50 თეთრი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში