საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სოფელ ხოვლეს ტყეში ტყის მცველის გვამი იპოვეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:41 - 27 თებერვალი 2017 hits 5160

შიდა ქართლში, სოფელ ხოვლეს ტყეში, 1969 წელს დაბადებული კ.ყ.-ს გვამი იპოვეს. კასპის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კ.ყ. ტყის მცველი იყო და ის სახლიდან მიმდინარე წლის 25 თებერვალს გავიდა.

მეორე დილით ნაპოვნი იქნა კ.ყ.-ს კუთვნილი ცხენი. თავად ტყის მცველთან შიდა ქართლის სატყეო-სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავშირება ვერ შეძლეს და დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. გარდაცვლილს დაზიანება თავისა და მხრის არეში აღენიშნება.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში