საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთის კურორტების განვითარების კომპანია განცხადებას ავრცელებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:08 - 14 იანვარი 2017 hits 5701

”მთის კურორტების განვითარების კომპანია“ კურორტ გოდერძიზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადება 2017 წლის 1-ელ იანვარს მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც 32 წლის თემურ გაბაიძე დაშავდა. მიღებული ტრავმის გამო გაბაიძე 13 იანვარს გარდაიცვალა. mtisambebi.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

”მას დაეჯახა უკნიდან მომავალი არასრულწლოვანი მოთხილამურე, შემთხვევის დღეს გონდოლას სათხილამურო გზაზე, სადაც თემურ გაბაიძე და 500-მდე მოთხილამურე იმყოფებოდა, სრიალი იყო დასაშვები. დაბალი ხილვადობა მხოლოდ მეორე საბაგიროზე იყო, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არ ფუნქციონირებდა.

დაშავებულმა თავის არეში თხილამურით დაზიანება მიიღო. სამაშველო სამსახურმა და მოთხილამურე პატრულმა მომხდარზე დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინეს. შეჯახება მოხდა 14:05 წუთზე, სასრიალო ტრასიდან კი დაზარალებულის ჩამოყვანა პირველადი დახმარების პუნქტამდე 14:09 წუთზე განხორციელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს თავის ინტრაკრანიალური ტრავმა და ღია ჭრილობა აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალმა დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია და 17:10 საათზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება ხულოს რაიონულ საავადმყოფოში განახორციელა. პაციენტი სსდ ეკიპაჟმა ხულოს რაიონულ საავადმყოფოში 19:00 საათზე შეიყვანა. ექიმების მიერ თემურ გაბაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ გადაწყდა დაშავებულის ბათუმში გადაყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს რაიონულმა საავადმყოფომ კატასტროფის ბრიგადის გამოძახების თაობაზე განაცხადი 19:05 საათზე გააკეთა. ბრიგადა ბათუმიდან გავიდა 19:10 საათზე, ადგილზე მივიდა 21:00 საათზე, რის შემდეგაც პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში (ევექსი) გადაიყვანეს. ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე დაშავებულს თან ახლდა მისი მეუღლე.

სამწუხაროდ, 12 დღიანი მკურნალობის შემდეგ თემურ გაბაიძე 13 იანვარს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს”, - ნათქვამია განცხადებაში.




Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში