საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სოფელი რომ არ დაიცალოს – შუაფხოს სკოლის მე–9 კლასელების მიმართვა განათლების მინისტრს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:54 - 04 იანვარი 2017 hits 65614

„ვცხოვრობ სოფელ თხილიანაში და ვსწავლობ შუაფხოს საჯარო სკოლაში. მყავს ერთი პატარა და, რომელიც ახლა მეოთხე კლასშია. ჩვენი სკოლა ცხრაკლასიანია და არ ვიცი, ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლას სად გავაგრძელებ. თუ საშუალო სკოლა არ გაიხსნა, აქედან გადავდივარ არა მარტო მე, არამედ ჩემი სამი კლასელიც და ეს ხდება სოფლის დაცლის მიზეზი“, – ამბობს შუაფხოს სკოლის მე–9 კლასის მოსწავლე გიორგი ელიზბარაშვილი.

„ჩვენს ხეობაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვაგან ვერ წავიდნენ და ვერ გააგრძელეს სწავლა, დარჩნენ უსწავლელი. სხვები წავიდნენ ქალაქში, ისწავლეს, მაგრამ აღარ დაბრუნდნენ.

ძალიან კარგი იქნება, ეს სკოლა საშუალო სკოლა რომ იყოს, ჩვენც აქვე დავამთავრებთ სწავლას, დაბრუნდებიან ის ბავშვებიც, სხვაგან რომ გადავიდნენ.

შარშან სკოლა ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა, ორი - მაღაროსკარში გადავიდა, ერთი ოჯახი კი საერთოდ აიყარა და ბარში წავიდა. იმ ოჯახის ორი უფროსი შვილი დადიოდა მეცხრე კლასში. თან მრავალშვილიანი ოჯახი იყო. ხუთი ბავშვი სკოლასაც მოაკლდა და სოფელსაც.

აქედან აყრის სურილი არ გამჩენია. მართალია, მე დაბადებიდან არ ვცხოვრობ თხილიანაში, მაგრამ დიდი ხანია უკვე აქ ვარ და გული მწყდება იმ ადამიანებზე, რომლებიც აქედან მიდიან. შარშანაც რომ წავიდა ოჯახი, მისი შვილი, ბიჭი ჩემი მეგობარია, ჩემთან შეზრდილი. ძალიან მეწყინა, მეც დამაკლდა და მთელ სოფელსაც“.

„გვინდა, რომ საშუალო სკოლა გაიხსნას, რადგან უკვე ძალიან ბევრი ბავშვი წავიდა აქედან, მათ შორის ჩემი და ბარბარაც. ის ახლა მაღაროსკარში სწავლობს და ბებოსთან რჩება.

მეც რომ გადავიდე მომავალ წელს, ჩემს მშობლებს ძალიან ბევრი საქმე დაუგროვდებათ, მითუმეტეს, რომ ჩვენ ათი და-ძმა ვართ და დედა სამსახურიდან გამომდინარე (ირმა ცქიფაშვილი სკოლის დირექტორია, ავტ), თითქმის სულ გასულია და დახმარება სჭირდება.

ჩემი მეგობრებიც დგანან ამ პრობლემის წინაშე. მაგალითად, წასვლა მოუწევთ და-ძმას, თინათინსა და ავთანდილს, გიორგი ელიზბარაშვილიც თუ გადავიდა აქედან, ალბათ ია მასწავლებელიც იძულებული იქნება წაყვეს და თავის პატარა გოგონასაც წაიყვანს, ანუ უკვე ამდენი მოსწავლე გამოაკლდება სკოლას. ასე სოფელიც დაცარიელდება“, – ამბობს შუაფხოს სკოლის მე–9 კლასის მოსწავლე სოსო ჯაბანიშვილი.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში