საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საქართველო 15 ქვეყანას შორის, რომლებიც საუკეთესოა მარტო მოგზაურობისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:33 - 12 თებერვალი 2022 hits 25582

თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც ერთი სული აქვს, უცხო ადგილას ჩასვლისთანავე ბარგი სადმე შეინახოს და ეგრევე ახალი თავგადასავლებისკენ გაეშუროს, ან ის ადამიანი, ვისაც ბევრთან ერთად კი არა, მარტოს უყვარს მოგზაურობა, მაშინ ეს სია სწორედ თქვენთვის შეგვიქმნია. ჩვენ მსოფლიოს უამრავ ტურისტულ მიმართულებას გადავხედეთ და შევაფასეთ - რომელი ქვეყნებია ყველაზე საინტერესო, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარტო მოგზაურებისთვის - ეუბნება საიტი usebounce.com მკითხველს და 2021 წლის ინდექსს სთავაზობს. ქვეყნებს, რომლებიც მარტო მოგზაურობისთვის საუკეთესოა.

ინდექსის მაქსიმალური ქულა 10-ია. 7.29-ქულითაა შეფასებული ისლანდია, 6.34-ით მალტა, 6.21-ით კი პორტუგალია - სწორედ ეს ქვეყნები ქმნიან სიის პირველ სამეულს. ათეულში შედიან ხორვატია, ესპანეთი, ბელიზი, მონტენეგრო, იაპონია, სლოვენია და ირლანდია. იტალია და საქართველო სიაში მე-13 ადგილს იყოფენ, ორივეს საბოლოო ქულა 5.41-ია.

საქართველოს ყველაზე კარგი შეფასება უსაფრთხოებისა და კრიმინალის პუნქტებში აქვს. ასევე, გამოირჩევა სასტუმროების/ჰოსტელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიიაფით, თუმცა ვერ გამოირჩევა სასტუმროების რეიტინგით - ამ ნაწილში საქართველოს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია - 5.1.

შედარებისთვის, ისლანდია და ირლანდია 8.7-ით შეფასდა, საქართველოს შემდეგ, ყველაზე დაბალი ქულა კი მონტენეგროს აქვს - 6.6

კვლევის მეთოდოლოგია ონლაინ მოძიებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ინდექსი ზომავს თითოეულ ქვეყანას ტურისტული ღირშესანიშნაობების, ბარების, რესტორნების, ჯგუფური აქტივობების, ტურების, საზოგადოებრივი ტრანპორტის ფასის, სასტუმროსა და ჰოსტელის ფასების, კრიმინალის სიხშირის, უსაფრთხოების დონის, საშუალო ტემპერატურისა და წვიმების მიხედვით.

საიტი ასევე უთითებს, თუ საიდან აიღო მონაცემები კვლევისთვის: ტურისტული ღირშესანიშნაობები, აქტივობები, ბარები და რესტორნები შეფასებულია TripAdvisor-ის,  ფასები კი Numbeo-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით. სასტუმროების რაოდენობისა და ხარისხის შესაფასებლად საიტმა Hostelworld გამოიყენა, ხოლო ამინდზე ინფორმაციისთვის Climate Knowledge Portal -ით ისარგებლა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში