საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფრენები მესტიაში, ამბროლაურსა და ბათუმში - განრიგი და ფასები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:39 - 05 იანვარი 2022 hits 43935

ნატახტარის აეროდრომიდან, რომელიც თბილისიდან 20 წუთის სავალზეა, მესტიის მიმართულებით ავიარეისი კვირაში ოთხჯერ სრულდება, ამბროლაურის მიმართულებით ორჯერ. კვირაში ერთხელ არის ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სვანეთში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში კი კვირაში სამჯერ.

2022 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ავიარეისი ნატახტარი-მესტია ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას არის დანიშნული. ხომალდი, რომელიც 17 მგზავრს იტევს, ნახატხარიდან დილის 10 საათზე გაფრინდება, მესტიიდან ნატახტარში კი 12:00 საათზე გამოფრინდება. ერთი მიმართულებით ფრენის დრო 30 წუთია, ბილეთის ღირებულება 90 ლარი. ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით 20 იანვრის ჩათვლით ყველა ბილეთი გაყიდულია.

სვანეთში გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც არის შესაძლებელი, კვირაში მხოლოდ ერთხელ, ოთხშაბათობით. ქუთაისიდან რეისი 12:00 საათზე სრულდება, მესტიიდან ქუთაისის მიმართულებით კი 13:30 საათზე. ფრენის ხანგრძლივობა 25 წუთია. ბილეთი 50 ლარი ღირს და მსურველებს მისი შეძენა შეუძლიათ.

რაც შეეხება ავიარეისს ამბროლაურის მიმართულებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით,  პარასკევსა და კვირას შესრულდება. ნატახტარიდან რაჭაში ფრენა 15:30 საათზეა, უკან კი 16:45 საათზე დაბრუნდება. ფრენის ხანგრძლივობა აქაც 30 წუთია, ბილეთის ღირებულება 50 ლარი.

3 წლამდე ბავშვებისთვის ფრენა უფასოა, 3-დან 12 წლამდე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ეს შეღავათი ვრცელდება თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის ავიარეისზეც, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში სამჯერ სრულდება. ხომალდი, რომელიც 30 მგზავრს იტევს, ორშაბათსა და ოთხშაბათს, თბილისიდან 09:00 საათზე მიფრინავს, ბათუმიდან თბილისში 11:00 საათზე ბრუნდება. პარასკევს თბილისიდან 19:00 საათზე მიფრინავს და უკან 21:00 საათზე ბრუნდება. ფრენის ხანგრძლივობა აქაც 30 წუთია, ბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის 125 ლარი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/ge

შიდა ფრენებთან დაკავშირებით ავიაბილეთებზე ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნატახტარის აეროდრომს: 599 65 90 99

ტურიზმის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო შიდა ფრენების სუბსიდირებას ახდენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც 100 %-ით სახელმწიფო ორგანიზაციაა, 2018 წლის 26 სექტემბერს კონტრაქტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „აკ-ეარ ჯორჯიასთან“ აქვს გაფორმებული, 58 832 727 ლარზე. ამ დროისთვის გადახდილია 13 387 727 ლარი. ხელშეკრულება 2022 წლის 30 ოქტომბერს სრულდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში