საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ეპიდაფეთქება ყაზბეგში - დარიალის სასაზღვროს 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:14 - 12 აგვისტო 2020 hits 8372
ფოტო არქივიდან
საზოგადოება
ფოტო არქივიდან

„ყალიბდება ახალი კლასტერი, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. ჩვენი ჯგუფი, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზბეგშია და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. იქაც ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათ შორის, Covid-19 შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა. 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა. შვიდივე პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. 3 შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ინფიცირებულები არიან მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციელი და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. Covid-19 დაუდასტურდა თბილისში, დაცვის პოლიციის ინსპექტორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებთან შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს კორონავირუსი სატვირთო ავტომობილების მძღოლებისგან გადაედოთ.

ჩაიკეტება თუ არა ყაზბეგი, დამოკიდებულია იმაზე, ეპიდემიოლოგების მიერ კვლევის შედეგად, მუნიციპალიტეტში როგორი სიტუაცია იქნება.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტში, COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევის დადასტურების გამო, ზემო სვანეთი ჩაიკეტა. გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. აიკრძალა სოფლებს შორის მიმოსვლაც. მუნიციპალიტეტში შესვლა შეუძლია მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებს, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. 11 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 518 მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს აქვთ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საკარანტინო პერიოდი 28 დღეა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1054, გარდაიცვალა 17 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 7279 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 279. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამ თემაზე:

ყაზბეგის ჩაკეტვის რისკი არ არსებობს, მესტიაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში