ძველი ხევსურული, ბანიანი სახლი ზვავმა 2015 წელს დაუნგრია. სოფლამდე სამანქანო გზა არ მიდის, არც არასდროს ყოფილა, როშკასთან წყდება. უსახლკაროდ დარჩენილი ბლოში ცხოვრების გასაგრძელებლად გზას ეძებდა. ბარისახოდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით რკინის კარკასი აიტანა, ტენტი გადააფარა და მეოთხე წელია კარავში იზამთრებს.
მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბლოში უნდა იყოს.
გოგიას მხარდასაჭერად კამპანია მაისში დავიწყეთ, მაგრამ ბევრი საქმის და ცოტა ხალხის გამო საკმარისად ვერ ვიაქტიურეთ. შემოწირულებით მხოლოდ 2000 ლარამდე შევაგროვეთ. სულ მცირე 10 ათასი ლარი მაინც გვჭირდება, ბლოში ხის პატარა, გამძლე და თბილი სახლი რომ დავდგათ, ვიდრე გოგიას კარავს თოვლი დაფარავს. რამდენიმე დღე გვაქვს. ერთად შევძლებთ!
- ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
- ბანკის კოდი: LBRTGE22
- მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
- დანიშნულება: #ბლოელიგოგიასთვის
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.