საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

უშუქოდ დარჩენილ რომელ სოფლებში დამონტაჟდება მზის ელექტროსისტემები 

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:08 - 22 ივლისი 2019 hits 16255

უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მზის ელექტროსადგურების მონტაჟი სექტემბრიდან დაიწყება და იანვრის ბოლომდე დასრულდება. ტენდერში, რომლის ღირებულებაც 2 545 400 ლარია, კომპანია „იუჯითიმ“ გაიმარჯვა. 178 ოჯახს მუდმივად ექნება ელექტროენერგია. სიმძლავრე ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის მუშაობასაც ეყოფა.

პროექტი ამ დროისთვის 87 სოფელს შეეხება, თუმცა სატენდერო პირობების მიხედვით, მთავრობას შეუძლია 20-მდე სოფელი კიდევ დაამატოს.

უშუქოდ დარჩენილი სოფლებიდან ყველაზე მეტი მცხეთა-მთიანეთშია. სიაშია ასევე შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის დასახლებები.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. სიაში ვერ მოხვდა უკანაფშავის სოფელი ახადი, სადაც უკვე 2 წელია მუდმივად ცხოვრობს ამირან გორელაშვილი. 

სიაში ისეთი სოფლებიცაა, სადაც სეზონურად ცხოვრობენ, თუმცა ბევრი ასეთი დასახლება გამორჩენილია, მათ შორის ხევსურეთსა და უკანაფშავში ბისო, ხახმატი, კისტანი, აჭე, წინხადუ, უკანხადუ, მოწმაო, ჩირდილი, მათურა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მზის ელექტროსადგურის სისტემის დამონტაჟების შემდეგ მომხმარებელს ელექტროენერგია სახლში შეუყვანოს. ამასთან, უნდა დააყენოს სულ მცირე 4 დენცქვიტა (შტეფსელი) და 4 LED ნათურა. მზის ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია, კომპანია კი მათი დამონტაჟებიდან 3 წლის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში კომპანიას მომხმარებლებისთვის ცხელი ხაზიც უნდა ჰქონდეს.

სპეციალისტების განმარტებით, სისტემა 1600 კვტ-იანი LG-ის პანელებისგან შედგება, რომელიც ყველაზე ხარისხიანი და ძვირადღირებულია. მომხმარებელს ელექტროენერგია, ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში, ცუდი ამინდის დროსაც კი არ გაეთიშება, მზიან ამინდში კი ერთდროულად შეძლებს ნათურის, ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის ჩართვას. ერთი მზის ელექტროსადგურის აწყობაზე 14 300 ლარია გათვალისწინებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში