საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ანდაქის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:46 - 24 აგვისტო 2017 hits 4449

პირიქითა ხევსურეთში, ანდაქის ხეობაში ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „მთის ამბებს“ სოფელ შატილში გამგებლის წარმომადგენელმა ამირან გოგოჭურმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, რეინჯერების ნაწილი ანდაქის ხეობიდან დღეს დაბრუნდა, ფშავ–ხევსურეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები კი იქ რჩებიან, რომ ხანძრის ახალი კერა არ გაჩნდეს.

ანდაქის ხეობაში, სოფლების ბახაოს და ანდაქის ტერიტორიაზე, ასევე ხიდოტნის მთაზე ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზე გუშინ გავრცელდა. ბახაოში ტოლხა ზვიადაურის საცხოვრებელი სახლი და საქონლის სადგომი დაიწვა. ცეცხლი ძირითადად სათიბ საძოვრებსა და ბახაოს ზემოთ ფიჭვნარს ეკიდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ერთ–ერთი ადგილობრივის დაუდევრობით გაჩნდა.

ანდაქის ხეობაში სამანქანო გზებიც არ არის. ამიტომ, ხანძრის ჩაქრობაში რეინჯერები და ადგილობრივები მონაწილეობდნენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში