საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ალავერდელი მიტროპოლიტი საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:29 - 18 მარტი 2017 hits 20269

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი მთავრობას მიმართავს და საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვს.

„ალავერდის მონასტერი დაფუძნდა ალაზნის ჭალის გაუვალ ტყეებში. დღეს, ეს გარემო იქ აღარ არის. 60-იანი წლების ფოტო არსებობს, ჯერ კიდევ ჭალის დიდი ფრაგმენტები იყო შემორჩენილი, იქ დღეს სახნავებია მთლიანად. გაიძირკვა ტყე, ჭალა შემცირდა და ამან უარყოფითი პროცესები გააჩინა. ჭალის ტყე განძია, მას დაცვა სჭირდება, ოღონდ, ჩვენ ამისთვის ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი არ გვყოფნის. უნდა დავიწყოთ მსჯელობა საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნაზე“, – ამ ინიციატივით მიტროპოლიტი გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გამოვიდა.

„თან, თუ ევროპულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, არ ყოფილა ევროპის არცერთი ქვეყანა, სადაც სიახლე, ინოვაცია არ დაწყებულიყო ეკლესიის მხრიდან“,- აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, ალავერდის ტაძართან მდებარე ჭალის გარდა, საეკლესიო დაცული ტერიტორიები შესაძლოა შუამთის ტყეშიც შეიქმნას.

„ასევე ჩვენ ეპარქიას ეკუთვნის შუამთის ტყე, სადაც მცირე ფრაგმენტია, მაგრამ კულტურულად მდიდარი. არის ტყე, რომლის კულტურული მემკვიდრეობის ქვედა ზღვარი მე-5 საუკუნეა და დღესაც მონასტერი მოქმედებს. ეს არის ტყე, სადაც გარკვეული ძალისხმევის შემდეგ შეიძლება ირმის პოპულაციის აღდგენაც“,- განაცხადა მიტროპოლიტმა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, 2016 წელს, ალაზნის ჭალაში 65 ათასი ძირი ხე უკანონოდ მოჭრეს.

„მასშტაბზე რომ დაფიქრდეთ, რაზეა ლაპარაკი, ჭალაში, ერთ–ერთ სამონადირეო მეურნეობაში 65 ათასი ძირი ხის უკანონო მოჭრა. სამწუხარო ის არის, რომ პროცესი ვერ გაჩერდა.

აღსანიშნავია, რომ  2016 წელს, პირველი ხარისხის საშეშე მერქანი კახეთმა მოითხოვა 2 350 კუბი, მეორე ხარისხის 235 ათასი მეტრკუბი. ეს არის უზარმაზარი მოცულობა, მაგრამ პირველი ხარისხიდან ათვისებული იქნა 265 მეტრკუბი და მეორე ხარისხის ანუ საშეშე მერქანი ათვისებული იქნა 100 ათასი მეტრკუბი. როდესაც კახეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რომელიმე მოქალაქე იღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, მან ის გამოიყენოს კახეთში, ნუ მიაქვს თბილისში. როგორც წესი, თბილისში და დიდ ქალაქებში მიდიოდა ეს რესურსი და მიდიოდა შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ. ჩვენ ტყეს ეს არ შეუძლია. თუ ასე გავაგრძელებთ ჩვენ მალე ტყე არ გვექნება“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და რეგიონში გარემოსცდაცვით საკითხებზე გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად თელავში იმსჯელეს. შეხვედრას მეწარმეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში