საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი შატილში აშენდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:26 - 16 სექტემბერი 2019 hits 16951

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა იწყება. ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა შატილში აშენდება. მშენებლობა წელს დაიწყება და ერთ წელში დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ევრომდეა.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, ასას აღკვეთილს, როშკის ბუნების ძეგლს და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას. ტერიტორიის საერთო ფართობი 79 908 ჰექტარია. ეროვნული პარკის შექმნის მთავარი მიზანი აღმოსავლეთ კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ორგანული სამყაროს დაცვა, აღდგენა და შენარჩუნებაა.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია საქართველოში თავისი უნიკალური ლანდშაფტებისა და საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ, იშვიათ და ენდემური ფლორისა და ფაუნის სახეობებს.

ამ დროისთვის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დუშეთშია განთავსებული. დაცული ტერიტორიების სააგენტოში „მთის ამბებს“ განუმარტეს, რომ შენობის აშენების შემდეგ, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია შატილში გადავა, ზამთარში კი, ვიდრე ხევსურეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა დაიკეტება, ისევ დუშეთში დაბრუნდებიან. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში