საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სტიქიის დროს მოსახლეობა წალეკვას ჰესმა გადაარჩინა - მესტიის მერი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:27 - 26 ივლისი 2019 hits 17141

„მესტიაჭალა ჰესი რომ არ ყოფილიყო, სტიქიის შედეგად ხეობაში წამოღებულ უზამარმაზარ ლოდებს ვერაფერი შეაჩერებდა და ლალაიდის დასახლებას ღვარცოფი წალეკავდა. სტიქიამ ხეობაში დაანგრია და დააზიანა ყველაფერი. დაახლოებით 100 ათასი კუბური მეტრი ქვა-ღორღია ჩამოტანილი. ჰესის გამშვებმა ლოდები შეაჩერა და მოსახლეობა გადაარჩინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჰესის მფლობელ კომპანიას საფრთხეები სათანადოდ არ ჰქონდა გათვლილი. ასეთი სტიქიისთვის მზად არ აღმოჩნდნენ იმის მიუხედავად, რომ სათავეში სათვალთვალო კამერებიც ჰქონდათ დამონტაჟებული“, - უთხრა „მთის ამბებს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა.

მდინარე მესტიაჭალის ხეობაში 25 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად, დაზიანდა ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 1“, რამდენიმე ნაგებობა დაინგრა და ქვა-ღორღმა დაფარა. დაზიანებულია ჰესის შენობაც. მფლობელი კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ აცხადებს, რომ „პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ, ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას“.

სტიქიის ზონაში ღვარცოფმა ხიდები მთლიანად დაანგრია. ჰესთან ახლოს გაჩერებული ავტომობილები, რომლითაც ადგილობრივებს ტურისტები ლაშქრობაზე ჰყავდათ, მდინარემ წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტიქიის ზონიდან 5 ტურისტი გამოიყვანეს. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და არავინ დაშავებულა.დაზიანებულია წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალიც. დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.

უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა, მყინვარების ინტენსიური დნობამ მდინარე მესტიაჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა. დაგუბების გარღვევის შედეგად მდინარე მესტიაჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა, წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. აღნიშნული მოვლენა განმეორდა 3-ჯერ, პირველი ტალღის წარმოქმნისდრო იყო 7:00 სთ, მეორე - 14 :00სთ და მესამე ტალღა 19:00 საათზე განვითარდა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტებიდააზიანა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს სპეციალისტები მესტიაჭალის ხეობაში იმყოფებიან, მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება რეკომენდაციები შესაბამისი დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. ამ დროისთვის მდინარე მესტიაჭალაში წყლის დონე იკლებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 ივლისს,სვანეთში დროგამოშვებით მცირე წვიმაშენარჩუნდება, 19:00 საათიდან კი გამოიდარებს.

 

ამ თემაზე:

„მესტიაჭალაზე ჰესი არ უნდა აეშენებინათ - მყინვარული მდინარეა, პროგნოზი შეუძლებელია“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში