საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

2019 წელს კესელოს ციხე-სოფლის დანგრეულ კოშკებსაც აღადგენენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:00 - 05 სექტემბერი 2018 hits 9818

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 2019 წლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროგრამულ ნუსხაში კესელოს ციხე-სოფლის კომპლექსიც შევა. ძეგლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ზემო ომალოში ვიზიტისას მიიღო.

კესელოს ციხე სოფელი მე-18 საუკუნეშია აშენებული. კომპლექსი 12 კოშკისგან შედგებოდა. გადმოცემის მიხედვით, შამილისა და ლეკიანობის დროს სოფელი ამ ციხეში იხიზნებოდა და იბრძოდა.

კესელოს კომპლექსის 6 ციხე-სახლია შემორჩენილი. ძეგლის რესტავრაცია ფონდკესელოსძალისხმევით მოხდა, რომლის დონორები ჰოლანდიელი და ქართველი ქველმოქმედები არიან. ერთ-ერთ კოშკში ეთნოგრაფიული მუზეუმი ფუნქციონირებს, სადაც წარმოდგენილია თუშური საყოფაცხოვრებო ინვენტარი და საბრძოლო იარაღები.

კესელოს ციხის მე-7, სამსართულიანი კოშკის აღდგენა იგივე ფონდის მხარდაჭერით ახლა მიმდინარეობს.

სარესტავრაციო პროცესი ტრადიციული თუშური არქიტექტურის მქონე კოშკების ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგენასა და ინტერიერის სართულშუა ხის გადახურვების მოწყობას მოიცავს.

2019 წლიდან კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ციხე-სოფლის ტერიტორიაზე დარჩენილი 5 კოშკის რესტავრაციას დააფინანსებს. კოშკები ამ დროისთვის ჩამოშლილია. სარესტავრაციო პროექტი 2001 წელს არქიტექტორ იოსებ ბანძელაძის მიერ არის მომზადებული.

ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძესთან ერთობლივად შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, კესელოს ციხე-სოფელი თუშეთის კულტუროლოგიური ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, სამომავლოდ კესელოს ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცედ იქცევა.

სოფელი ომალო (ზემო ომალო) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოებრის N665 ბრძანებულებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავ ძეგლად არის აღირებული.

ნიკოლოზ ანთიძე თუშეთში 31 აგვისტოს იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომლის თემაც იყო თუშური არქიტექტურა, ტურიზმი და გამოწვევები.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში