საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და იმერეთში ბიზნესის ხელშეწყობისთვის 6.8 მილიონი ევრო გამოიყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:48 - 12 დეკემბერი 2018 hits 13413

რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და იმერეთში მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 6,8 მილიონი ევრო დაიხარჯება. ოთხწლიანი პროექტი 2019 წელს დაიწყება.

სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას; შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, სამთო/სამოგზაურო გიდებისა და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა.

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროქტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარებას; ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას; ასევე, საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

ოთხწლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის (3 მილიონი ევრო), შვედეთის (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ (1 მილიონი ევრო). პროექტს ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს 9 კაციანი გუნდის საშულებით, რომელიც მესტიასა და თბილისში იქნება განთავსებული.

საქართველოში ევროკავშირის ელჩისმ კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი დარწმუნებულია საქართველოს მთიანი რეგიონების მაღალ პოტენციალში: „პროექტი ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას და შემოსავლის ზრდას, ამავდროულად დაიცავს მათ ბუნებრივ სილამაზეს და კულტურულ მემკვიდრეობას“.

„ამ პროექტით გვეძლევა დიდი შესაძლებლობა, რომ ვისწავლოთ ერთმანეთისაგან და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ევროპაში საქართველოსადმი, როგორც სამთო ტურიზმის დანიშნულების ადგილისადმი უკვე არსებული მზარდი ინტერესი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს საქართველოსადმი, როგორც ორგანული პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნისადმი ინტერესის ზრდაც“, - განაცხადა ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ.

პროექტი „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ შემუშავდა 49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება. პროგრამას ხელი 21 ნოემბერს, ბრიუსელში მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის და საქართველოს მჭიდრო თანმშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესისთვის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში