საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ 11 საწარმოს მიენიჭა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:33 - 10 თებერვალი 2017 hits 3937

მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით კიდევ 11 საწარმოს მიენიჭა. აღნიშნული სტატუსით ამჟამად ჯამში 177 საწარმო სარგებლობს.

მთავრობის ინფორმაციით, საწარმოები საქართველოს 9 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში საქმიანობს. მათი საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; მრავალწლიანი კულტურების მოყვანა; სასათბურე მეურნეობაში მწვანილის მოყვანა; აგრეთვე კვების მრეწველობასა და სამშენებლო მასალების წარმოებაში.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში