საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კურორტ თეთნულდზე აბონემენტის ფასი 25 ლარიდან იწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:11 - 10 დეკემბერი 2016 hits 6913

2016-2017 წლის სათხილამურო სეზონზე სვანეთში მდებარე კურორტი თეთნულდი მომხმარებელს საბაგიროთი სარგებლობისთვის რამდენიმე სახის აბონემენტს სთავაზობს.

საბაგიროთი ერთი ასვლა 5 ლარი ღირს. გარდა ამისა, გაყიდვაშია 1 და რამდენიმედღიანი აბონემენტებიც. 1-დღიანი აბონემენტის - მულტიფასის ღირებულება უფროსებისთვის 25 ლარია, ბავშვებისთვის - 15 ლარი. 2-დღიანი მულტიფასი კი უფროსებისთვის  50 ლარი ღირს, ხოლო ბავშვებისთვის - 30 ლარი. 3-დღიანი მულტიქარდის ფასი უფროსებისთვის  71 ლარია, ბავშვებისთვის - 42 ლარი. 4-დღიანი მულტიქარდი უფროსებისთვის 92 ლარი ღირს, ბავშვებისთვის - 55 ლარი. 5-დღიანი მულტიქარდის ფასი უფროსებისთვის 114 ლარია, ხოლო ბავშვებისთვის - 68 ლარი. 6-დღიანი მულტიქარდი უფროსებისთვის 114 ლარი ეღირება,  ბავშვებისთვის კი - 68 ლარი. 7-დღიანი მულტიქარდის ფასი უფროსებისთვის 145 ლარია, ბავშვებისთვის - 68 ლარი. კვირაში 5-დღიანი მულტიქარდი უფროსებისთვის 122 ლარი ღირს, ხოლო ბავშვებისთვის - 73 ლარი.

სეზონური მულტიქარდი, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს 2016 წლის პირველი დეკემბრიდან 2017 წლის 12 მარტამდე შეეძლება, უფროსებისთვის 300 ლარი ღირს, სტუდენტებისა და ბავშვებისთვის კი 180 ლარი. ასეთივე სეზონური მულტიქარდი 2017 წლის 13 მარტიდან 30 აპრილამდე უფროსებისთვის 150 ლარი ეღირება, ხოლო ბავშვებისა და სტუდენტებისთვის - 90 ლარი.

7-დღიანი მულტიქარდი, რომლის გამოყენებაც ბაკურიანში, გუდაურში, სვანეთსა და კურორტ გოდერძიზე მხოლოდ ზამთრის სეზონზე იქნება შესაძლებელი, უფროსებისთვის 250 ლარი ღირს, ბავშვებისთვის -180 ლარი. 10-დღიანი მულტიქარდის ფასი კი დიდებისთვის 345 ლარია, ხოლო პატარებისთვის - 260.

მულტიქარდი, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს ბაკურიანში, გუდაურში, სვანეთსა და კურორტ გოდერძიზე ზამთარ-ზაფხულ შეეძლება, ზრდასრულებისთვის 500 ლარი ღირს, სტუდენტებისთვის - 350, ხოლო ბავშვებისთვის - 280 ლარი.

6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროთი სარგებლობა უფასოა.

1-დღიან აბონემენტს უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქე პენსიონერებიც.

თეთნულდზე სათხილამურო სეზონი 24 დეკემბერს გაიხსნება. თეთნულდი რამდენიმე სირთულის 8 სათხილამურო ტრასას მოიცავს: მწვანე - BEGINNER- დახრილობა 15%, ლურჯი - INTERMEDIATE-დახრილობა 25%, წითელი- ADVANCED-დახრილობა 40%, შავი EXSPERT- 40%-ის ზემოთ. მუშაობს 4 სკამებიანი საბაგირო. ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 3200 მეტრია.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავასიაში ყველაზე გრძელი (9.5კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება.

კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი მესტიიდან 15 კილომეტრშია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში