საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თბილისიდან ამბროლაურში ფრენის ღირებულება 60 ლარი იქნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:58 - 09 დეკემბერი 2016 hits 20078

თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენები 2017 წლის იანვრიდან შესრულდება. წინასწარი ინფორმაციით, ფრენის ღირებულება ერთი მიმართულებით დაახლოებით 60 ლარი იქნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ჯერ არ აკონკრეტებენ ფრენები კვირაში რამდენჯერ შესრულდება.

ნატახტარის აეროპორტიდან რაჭაში 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდი იფრენს, იგივე თვითმფრინავი, რაც მესტიაში დაფრინავს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ქეთი ალექსიძის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლომდე დასრულება.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ახალ წელს ამბროლაურიდან მიულოცავს.

ქალაქ ამბროლაურის მერი რატი ნამგალაძე ამბობს, რომ აეროპორტის გახსნა ხელს შეუწყობს ქალაქსა და რეგიონში ტურიზმის განვითარებას, დასაქმდება რამდენიმე ათეული ადამიანი და შემოსავლების მიღების ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. მისივე თქმით, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ ძირაგეულში მოქალაქეები უკვე ცდილობენ საოჯახო სასტუმროების განვითარებას და სხვადასხვა სერვისების შექმნას.

ამ დროისთვის თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობენ. მგზავრობის ღირებულება 20 ლარია, მანძილი 270 კილომეტრი და მის დაფარვას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში