საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„თაობა C“ - რეპორტაჟი მეცხვარეობაზე საქართველოდან და მოლდოვიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:32 - 20 მაისი 2020 hits 27046
ფოტო / ტატიანა ბეგიუ, Moldova.org
ბიზნესი
ფოტო / ტატიანა ბეგიუ, Moldova.org

„თაობა C“ დოკუმენტური ფილმი მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც მამისაგან შვილ გადაეცემა და თაობებს საერთო ცხოვრების წესითა და მსოფლხედვით აერთიანებს.

ვასო და ანატოლი მწყემსები არიან. ერთი საქართველოს მთებში, მეორე კი - მოლდოვის რესპუბლიკის სამხრეთში, კაგულის რაიონში ცხოვრობს. მათ ნება დაგვრთეს, დავკვირვებოდით მთაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას და ჩვენც გვენახა, რა მიზეზების გამო შეიძლება თქვას უარი ახალმა თაობამ მეცხვარეობაზე - საქმიანობაზე, რომელიც მათ მამების, პაპებისა და დიდი პაპებისგან ისწავლეს.

ანატოლი ციობანუ კაგულის რაიონის სოფელ ალექსანდრუ-იოან-კუზაში ცხოვრობს. მას დღეს რამდენიმე ასეული ცხვარი ჰყავს, თუმცა გვიყვება, რომ შეიძლება მალე ცხვრის გარეშე დარჩეს.

ვასო ღულელაური საქართველოში, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. არასდროს ყოფილა ზღვაზე, რადგან ძალიან უყვარს მთები. ბედნიერია, რომ ამავეს გრძნობენ მთების მიმართ მეუღლე ნინოცა და შვილებიც - ანასტასია და საბა.

სახლში როცაა, მაშინაც კი ხშირად ფიქრობს მთებსა და ცხვრებზე, რომლებსაც დაქირავებულ მწყემსებს უტოვებს. თუმცა, ცდილობს, გული გადააყოლოს სხვა საქმეს - ხან მანქანას შეაკეთებს, ხან მწვადს შეწვავს, მეგობრებს და ნათესავებს შეკრებს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ცხვრის რაოდენობა მოლდოვის რესპუბლიკაშიც საგრძნობლად შემცირდა - დაახლოებით განახევრდა კიდეც. იგივე მოხდა საქართველოშიც. საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოში დაახლოებით ორი მილიონი ცხვარი ჰყავდათ, ახლა კი, ეს ციფრი მილიონს ძლივს აღწევს.

წყარო: Moldova.org

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში