საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:55 - 09 ივნისი 2019 hits 19765

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა, ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი, რომლებიც ავტომობილით გზიდან მდინარეში გადავარდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებს ავტომობილი მდინარიდან ახლა ამოაქვთ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ორივე ახალგაზრდის ცხედარი მანქანაში იყო.

გაფრთხილებთ, ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს! გამოყენებულია სვანეთინიუსის ვიდეოფრაგმენტი.

წინასწარი ინფორმაციით, ბეჩოს ხეობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც მულახელი ახალგაზრდები ისხდნენ, 7 ივნისს, ღამით, სოფელ ბეჩოში ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა 8 ივნისს, დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო.

სამძებრო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. გუშინ მანქანის სანომრე ნიშანი და ბამპერი იპოვეს, დღეს კი ავტომობილი ხიდიდან დაახლოებით 80 მეტრში ნახეს. მდინარიდან ავტომობილის ამოყვანას მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ. სამაშველო ოპერაციას ხელს წყლის სწრაფი დინება და ხეობის რთული რელიეფი უშლიდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში