საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილის თემთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:49 - 08 ივნისი 2019 hits 5744

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კილომეტრზე, ე.წ. გუროს ნაწვეთრებთან, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შატილის გზა 5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა. გუროს ხევიდან გამოვარდნილმა წყალმა გზა დაახლოებით 80 მეტრის მანძილზე მოგლიჯა და მთლიანად წაიღო. გზის დაზიანებული მონაკვეთი მდინარის კალაპოტში მიწაყრილებით აღადგინეს.

გზების დეპარტამენტის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული რჩება მძიმე ტექნიკა, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოები განხორციელდეს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 9 ივნისს შატილში წვიმაა მოსალოდნელი, 10-11 ივნისს მზიანი ამინდებია, 12-დან 15 ივნისის ჩათვლით ისევ იწვიმებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში