საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სვანეთში კვანჭიანების მრავალშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:46 - 26 აპრილი 2019 hits 21787

კვანჭიანების ექვსშვილიანი ოჯახი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჰილში ცხოვრობს. სოფელში ეს ერთადერთი კომლია. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება.

14 წლის ლაზარეს და 8 წლის ქეთინოს სკოლის წიგნებიც არ აქვთ. ისინი ლატალის სკოლის მოსწავლეები არიან. დედა ამბობს, რომ ბავშვები წიგნებს თანაკლასელებისგან დასვენებაზე თხოულობენ და გაკვეთილს ისე სწავლობენ.

სოფლიდან სკოლამდე 3 კილომეტრზე მეტია. ლატალსა და ლაჰილს მდინარე ენგური ჰყოფს. მშობლების თქმით, ზამთარში გზა ხშირად იკეტება და ბავშვებს 6 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

ქეთინოს თოჯინა არასდროს ჰქონია. ლაზარე და თორნიკე პლანშეტსა და ველოსიპედზე ოცნებობენ. ბავშვებს საკმარისი საწოლებიც არ აქვთ, არც ტელევიზორი.

ოჯახი სოციალურად დაუცველია. რამდენიმე ძროხა ჰყავთ და თავს რძის ნაწარმით ირჩენენ.

კვანჭიანების მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების მსურველებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

☑️ ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
☑️ ბანკის კოდი: LBRTGE22
☑️ მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
☑️ დანიშნულება: #ლაჰილელიბავშვებისთვის

განახლება: „მთის ამბები“ ესაუბრა ლატალის საჯარო სკოლის დირექტორს ციოყ წერედიანს. სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ ქეთინოს და ლაზარეს წიგნები არ აქვთ. მისი განმარტებით, სახელმწიფო მოსწავლეებს წიგნებს უფასოდ აძლევს, თუმცა წიგნების განაწილების დროს, ეს ბავშვები სხვა სკოლაში ირიცხებოდნენ.

„მათ წიგნები მიეცათ ლენჯერის სკოლაში. რამდენიმე თვეა უკვე ჩვენთან სწავლობენ. დედას არაერთხელ ვუთხარი, რომ იმ სკოლიდან წიგნები წამოეღო, მაგრამ ამ დრომდე არ მოიტანა. ამ ოჯახიდან ერთი ბავშვი ირიცხებოდა ჩვენს სკოლაში და მას წიგნები აქვს.

- მაგრამ, მასწავლებლებიც ხომ ხედავდნენ, რომ ბავშვებს რამდენიმე თვეა წიგნები არ აქვთ?

- პედაგოგებთან გადავამოწმე და უქსეროქსებდნენ წიგნებიდან. უკვე ვესაუბრე ლენჯერის სკოლის დირექტორს. თვითონ წამოვიღებთ იმ წიგნებს და სამშაბათიდან ბავშვებს წიგნები ექნებათ. როგორც შეგვიძლია ამ ბავშვებს მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ მშობლებთანაც არის სამუშაო“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში